Thursday, October 1, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგი კვლავ გამეორებით დავიწყეთ, გავიმეორეთ  გაჯეტები,გადავედით ჩვენს ბლოგზე  და ვისწავლეთ ბლოგში  ახალი გვერდების შექმნა.ვისწავლეთ ჩანაწერში სიტყვა როგორ  დავაკავშიროთ მისამართთან,ასევე ვისწავლეთ html გაჯეტი,რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია  ბლოგზე  კალენდარის  და საათის ჩასმა.ამის შემდეგ გადავედით პროექტის პრეზენტაციაზე და ტრენინგის თვითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი პროექტი,მოვისმინეთ ძალიან საინტერესო იდეები,ეს ტრენინგის ყველაზე შთამბეჭდავი დღე იყო.
ინტელის ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება უკეთ დავგეგმო საგაკვეთილო პროცესი,მოსწავლეებს განვუვითარო 21 საუკუნის უნარ ჩვევები და გავზარდო მათი ჩართულობა სასწავლო პროცესში..

Sunday, September 27, 2015

ტრენინგის მერვე დღე

გავიმეორეთ წინა დღის მასალა და შემდეგ ტრენერი გვესაუბრა ფასილიტაციასა და ელექტრონული რესურსის შექმნაზე.შემდეგ გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია power point ში,მივეცით ინსტრუქცია მოსწავლეებს პროექტის მსვლელობის დროს თითოეულს რა ევალებოდა.
გადავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე რომელიც მოიცავს რამდენიმე ქვესაქაღალდეს, გადავარქვით სახელები თითოეულ მათგანს და დავალაგეთ ჩვენი საქაღალდე.
გავხსენით ჩვენი  ელექტრონული ფოსტა.შევედით drive ში და ავტვირთეთ ჩვენი საქაღალდე.
შევედით ბლოგზე,ავირჩიეთ ბლოგი ინტელის სასწავლო კურსი,ავირჩიეთ ქვემოთ ჩამონათვალში layout,გამოჩნდა გაჯეტები,ავირჩიეთ ბრძანება add a gadget  და  ჩავწერეთ ჩვენი პროექტის სათაური.

Saturday, September 26, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ წინა დღეებში ნასწავლი მასალა,გადავხედეთ ჩვენს პორთფოლიოში არსებულ საქაღალდეებს,დაწვრილებით განვიხილეთ გარდნერის მრავალმხრივი  ინტელექტი რომელიც ტრენერმა გვაჩვენა power point-ში. გადავედით word-ში განსაკუთრებული საჭიროების მქონე  მოსწავლის ინსტრუქციაზე და საქაღალდეში შევინახეთ '' პროექტის დამხმარე''.შემდეგ შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმა.

Saturday, September 12, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს გავიმეორეთ ნასწავლი მასალა და გადავედით საავტორო უფლებებზე,ვისწავლეთ გამოყენებული წყაროების მითითება, ლინკების და სურათების  ჩასმა.დღევანდელი დღე საინტერესო იყო  ჩემთვის.

Wednesday, September 9, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

გავიმეორეთ ნასწავლი მასალა დაგადავედით  შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვაზე, ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე.გავიმეორეთ power point ში სლაიდების ჩასმა და ჩავსვით ჩვენი პროექტის გეგმა სლაიდების სახით.

Tuesday, September 8, 2015

ტრენინგის მესამე დღე

დღეს გავიმეორეთ წინა დღის ნასწავლი მასალა და შევუდექით პროექტის გეგმაზე მუშაობას.პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო,ტრენერმა გვასწავლა როგორ შეიძლება დავადგინოთ პროექტის  სტანდარტი,განვსაზღვროთ მიზანი რომლის მიღწევასაც ვაპირებს ამ პროექტზე მუშაობის დროს  და როგორ გავიდეთ მიზნიდან  საბოლოო შედეგამდე.

Sunday, September 6, 2015

ტრენინგის მეორე დღე

                                               

  დღეს  გავიმეორეთ წინა გაკვეთილზე ნასწავლი მასალა.გავიმეორეთ   word-ში  დამხმარე   ინსტრუმენტები, რომელიც დაგვეხმარებოდა შემდგომში სარეკლამო  ბუკლეტის      დასამზადებლად.დავამზადე  სარეკლამო ბუკლეტი.
  ასევე ვისწავლეთ ბლოგში ჩვენი ნამუშევრების რედაქტირება და სურათის ჩასმა.